აბაშაში სახალხო დღესასწაული გაიმართა

აბაშობა 2023. სახალხო დღესასწაული წელსაც სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა. აბაშის ცენტრალურ პარკში დაჯილდოვდნენ საპატიო აბაშელები, გაიმართა კლასიკური და ხალხური მუსიკის კონცერტები. ადგილობრივებმა წარმოადგინეს მეგრული სამზარეულო და საშემოდგომო ნობათიც გამოიფინეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აბაშის მერთან ერთად დაესწრო.