ახალი შენობა 

აბაშის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი შენობა გადაეცა.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაპროექტებული კორპუსი, ჯანდაცვის მინისტრმა და საგანგებო სიტუაციების დირექტორმა გახსნეს. ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერის, ახალციხის, თელავისა და ჩოხატაურის რაიონული სამსახურები.