ამერიკელი მეცნიერები ფაროსანასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებას ეცნობიან

18:15, 26.08.2019

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილებისა და შედეგების გაცნობის მიზნით, საქართველოში აშშ-ს წამყვანი სპეციალისტები იმყოფებიან.

მეცნიერებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა. გაიმართა შეხვედრა ფერმერებთან აბაშის მუნიციპალიტეტში.

მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ვითარებას ადგილზე ეცნობიან გურიის, სამეგრელოს და აჭარის რეგიონებში.

 

მსგავსი