ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები

საქართველო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში იმარჯვებს. მავნებლის მიერ სოფლის მეურნეობისთვის მიყენებული ზარალი წელს მინიმალურია. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თხილის მწარმოებლებისთვის, რომელთა მოსავალი და ექსპორტი წინა წლებში შემცირებული იყო. საქართველო, სავარაუდოდ, თხილის უმსხვილესი ექსპორტიორების სიაში დაბრუნდება. მთავრობის წევრები დღეს სამეგრელოში ფერმერებს შეხვდნენ და ფაროსანასთან ბრძოლის შტაბში იმყოფებოდნენ.

დეტალები ნახეთ სანდრო ჯუფალაკიანის სიუჟეტში.