ახალი გამოწვევა მარცვლეული კულტურებისთვის

 საქართველოში მარცვლოვან კულტურას განადგურების საფრთხე ემუქრება – მავნებელი სიმინდს სერიოზულ ზიანს აყენებს. ფაროსანასა და კალიის შემდეგ, ახალი გამოწვევაა ხვატარი, იგივე ხვატარისებრთა ოჯახის პეპელა, რომელიც მარცვლოვან კულტურებს ღრღნის.

ყველაზე ფართოდ მავნებელი ტენიან ადგილებშია გავრცელებული. მათი განადგურების მთავარი გზა კი შეწამვლითი აგროტექნიკური ღონისძიებებია, რომლებსაც ფერმერები საკმარისი ფინანსური რესურსების არქონის გამო, თავად ვერ ახერხებენ. ფინანსების მოსაძებნად ხელისუფლება მეწარმეებს შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.