სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა აბაშაში

აბაშაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი შენობა გაიხსნა. დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკური საშუალებებით. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდნენ. ადგილზე იმყოფებოდა ასევე საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის  უნივერსიტეტებისა  და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, ევროპისა და ავსტრალიის სამეცნიერო მისიის წარმომადგენლებიც.