თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

12:30, 23.08.2024

აბაშაში თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა და საქმიანობის ანგარიშს გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი.

პროგრამას 96 ათასამდე მოსარგებლე ჰყავს. მიმდინარე წელს ფერმერებმა უკვე მიიღეს დაახლოებით 21 მლნ ლარის მიზნობრივი დახმარება. სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დაქირავებულმა აგროკონსულტანტებმა 600-ზე მეტი ტრენინგი ჩაატარეს. სპეციალისტებმა ფერმერებს დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს.

მსგავსი