შატილის გზაზე მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, უკვე ორი დღეა საგზაო უსაფრთხოების საკითხი აქტიური განხილვის საგანია. როგორც ირკვევა, ჯერ არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც ტურისტულმა კომპანიებმა შიდა ტურების დაგეგმვისას უნდა იხელმძღვანელონ. რა ფორმით უნდა მოხდეს ტურისტული კომპანიების შემოწმება, როგორი უნდა იყოს ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციაზე ტურის ხანგრძლივობა და ვინ უნდა გაუწიოს მონიტორინგი მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სატრანსპორტო საშუალებების გამართულობას. სექტორის რეგულირებას ქვეყანას ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმება ავალდებულებს და შესაბამის კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტრო უკვე მეორე წელია მუშაობს. ვიდრე კანონპროექტის საბოლოო ვერსია მზად იქნება, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა საგანგაშოა.