სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლების საკითხზე საგარეო უწყება დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ უცხოელ დიპლომატებს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებზე.
გუგუტიანთკარში არსებული ვითარება იყო საუბრის მთავარი თემა ქეთევან ციხელაშვილისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის შეხვედრაზეც.