საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგებისა და რუსეთის ქმედებებზე მოისმინეს მოხსენება დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, დეპუტატებს, ქართული დელეგაციის მთავარ ამოცანებსა და რუსეთის ფედერაციის პოზიციებზე ესაუბრნენ. ლაშა დარსალიას თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს თავი აარიდოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებას და ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხებს ზეწოლისა და პოლიტიკური ვაჭრობის ინსტრუმენტად იყენებს. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ მძიმეა და იქ მცხოვრები ადამიანები გამოყენებულები არიან როგორც მძევლები. კომიტეტის სხდომა შესავალი სიტყვის მოსმენის შემდეგ დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.