უშედეგო მოლაპარაკებები

უშედეგოდ დასრულდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით და უკმაყოფილება გამოხატა, თუმცა, ლაშა დარსალიას თქმით, საქართველო ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს, როგორიც არ უნდა იყოს მუქარა და ზეწოლა ქვეყანაზე.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.