აშშ-ის კონგრესმენების ვიზიტი

ხუთი ამერიკელი კონგრესმენი საქართველოშია. კანონმდებლები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაზე მომზადებული რეზოლუციის აქტის თანასპონსორები არიან, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ოკუპაციის მძიმე შედეგებს პირადად ეცნობიან. დელეგაცია დღეს სოფელ ოძისში ჩავიდა და მავთულხლართებს აქეთ და ბარიერებს მიღმა არსებული რეალობა თავად ნახა. შთაბეჭდილებები მძიმე, მოსკოვის მიმართ გზავნილები კი – მწვავეა. პრემიერთან, ქვეყნის პირველ დიპლომატთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრების შემდეგ, კონგრესმენების დღის წესრიგშია პარლამენტში მისვლაც. თუმცა, ჯერ უცნობია, ექნება თუ არა ოპოზიციას მათთან საუბრის შესაძლებლობა. რეგიონში მიმდინარე მოვლენებისა და მოახლოებული არჩევნების წინ, ბუნებრივია, ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

დატოვე კომენტარი