რიგის უსაფრთხოების სამიტი

ნატო-ს პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან გადამწყვეტია მთელი ევროპის თავდაცვისა და მედეგობისთვის, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიგის უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ნატო-ს კარი კვლავ ღიაა და ალიანსი გააგრძელებს ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერას. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივანი. იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს სამომავლო კონცეფციაზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინაშე უფრო მეტი გამოწვევა დგას და მათთან გასამკლავებლად აუცილებელია სამხედრო კომპონენტის, ასევე ალიანსის წევრი სახელმწიფოების გაძლიერება და პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. მთავარ გამოწვევად სტოლტენბერგმა დაასახელა რუსეთი და ჩინეთი. მოგვიანებით დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალიაც. შეგახსენებთ, რიგა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალს მასპინძლობს, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება. უკვე ხვალ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.