ევროპის საბჭოს კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს  ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე. მსჯელობის საგანი იყო ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ლაშა დარსალიამ. ანგარიში აღწერს 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ასევე, ეხება დელეგაციის ვიზიტს საოკუპაციო ხაზზე, რომლის ორგანიზებისთვისაც ევროპის საბჭო ქართულ მხარეს მადლობას უხდის.