საგანგებო მდგომარეობა - რა გეგმა აქვს მთავრობას

შეზღუდვებისა და აკრძალვების დიდი ნაწილი, მთავრობას საგანგებო მდგმარეობას გამოცხადებამდეც გაცემული ჰქონდა, თუმცა მხოლოდ რეკომენდაციების სახით. დღეიდან კი,  საგანგებო  რეჟიმის დამრღვევები ფულადი სანქციებით,  დარღვევის განმეორების შემთხევაში კი, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯებიან. ქვეყანაში ჯერჯერობით არ იმოქმედებს კომენდანტის საათი, თუმცა  საგანგებო მდგომარების ერთ-ერთი პუნქტი, 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრას კრძალავს. რა ფორმით შეეხება აკრძალვები რელიგიურ რიტუალებს, სასურსათო მაღაზიებისა და ბიზნესის მუშაობას და რა გეგმა აქვს მთავრობას მოქალაქეების დასახმარებლად – დეტალებით ანა ბროლაძე.