როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა

როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით, ჯერჯერობით ისევ გაურკვეველია. როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან საქართველოს პირველ არხს განუმარტეს, შეზღუდვების მოქმედების მაქსიმალური ვადა 15 ივლისია, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ ტრანსპორტით მომსახურება უფრო ადრე განახლდეს.

ეს განვითარებულ პროცესებსა და ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიუხედავად,  სხვადასხვა ტიპის რეგულაციები 15 ივლისამდე ისევ ძალაში რჩება.