საგამოძიებო სამსახური სპეციალურ პროგრამას აამოქმედებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის დაცვის სპეციალური პროგრამის ამოქმედებას იწყებს. უწყებამ სახალხო დამცველის აპარატისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების სახელმძღვანელო დოკუმენტი წარუდგინა. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში გაიმართა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ადამიანის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნის მიზნით, აქტიურად მუშაობს. ანგარიშის მიხედვით, სამართალდამცველების მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტური გამოძიებისთვის, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია პოტენციური დაზარალებულის პირადი ცხოვრების დაცვა, მისი ფიზიკური უსაფრთხოება და გამოძიებაში ჩართულობა.