საგამოძიებო მოქმედებები

თბილისში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების ფაქტზე პასუხისგებაში ჯერ არავინ არის მიცემული.

გამოძიება ადგენს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი.

პოლიციაში დაკითხვები ახლაც გრძელდება. გამომძიებლების კითხვებს, სავარაუდოდ, უკვე უპასუხეს კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის” წარმომადგენლებმა, ასევე დაკითხვაზე იმყოფებოდა იმ სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელიც, რომელმაც ავთანდილის რვა ნომერში ცხრასართულიანი კორპუსი ააშენა.

კომპანიის დირექტორის ადვოკატი არასწორად მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს.