ცნობილი ხდება კიდევ ერთი რეზონანსული საქმის ახალი დეტალები. დეპუტატებმა დღეს იმ პროკურორებს მოუსმინეს, რომლებიც ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებას საპროკურორო ზედამხედველობას უწევდნენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რატომ არ ამოიღეს პირველივე დღეებში მთავარი მოწმის, მ.კ.-ს ტანსაცმელი, რატომ არ ხდებოდა სისხლიან გარჩევაში მონაწილე და მკვლელობის თვითმხილველი პირების ფარული მიყურადება, რატომ არ ამოიღეს სათვალთვალო კამარების ჩანაწერები და რა შინაარსის დიალოგი შედგა დანაშაულიდან რამდენიმე საათში თბილისის მაშინდელ პროკურორსა და მირზა სუბელიანს შორის. სუბელიანის მიერ უარყოფის მიუხედავად, მიხეილ შაყულაშვილმა დაადასტურა, რომ პირველ დეკემბერს მირზა სუბელიანი მასთან მივიდა.
კომისიის ხვალინდელი სხდომა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იქნება. „მოამბის“ ინფორმაციით, პარლამენტში გახმაურებული საქმის მთავარი მოწმე უნდა მივიდეს.