ხორავას ქუჩის საქმეზე არასრულწლოვნები გამოკითხეს

აქვს თუ არა გამოძიებას ახალი გარემოებები ხორავას 4 ნომერში მომხდარი მკვლელობის საქმეზე და რატომ გახდა საჭირო, უკვე რამდენჯერმე გამოკითხული მოზარდების შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთხელ დაბარება. წლის რეზონანსულ საქმეზე უწყება საგამოძიებო ღონისძიებებს განაგრძობს. სწორედ მიმდინარე პროცესის ფარგლებში, დღეს რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხეს.

გაუთქმელობის ხელწერილის გათვალისწინებით, უფლებადამცველებს საუბრის შინაარსსა და უწყებაში დაბარების კონკრეტულ მიზეზებზე განმარტებები არ გაუკეთებიათ.

გიორგი კობერიძე მუშაობს დღეს ამ თემაზე – დასრულდა თუ არა უკვე გამოკითხვა და რა დამატებითი ინფორმაციაა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით?