ინტერვიუ ბიძინა ივანიშვილთან - "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გზავნილები 

ქვეყანაში არსებული ვითარება, საპრეზიდენტო არჩევნები, სალომე ზურაბიშვილი და მისი განცხადებები აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები, ხორავას ქუჩის საქმე, საერთაშორისო კვლევები და სამომავლო გეგემები – ეს იყო ბიძინა ივანიშვილთან დასმული შეკითხვების მთავარი თემები.

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს  შეხვდა. ორსაათნახევრის განმავლობაში სხვადასხვა თემებზე საუბრის გარდა,  ყოფილმა პრემიერმა “რუსთავი 2” და არასამთავრობო სექტორიც გააკრიტიკა, მან ოპონენტებზეც ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის მთავარ გზავნილებს თამარ წიკლაური გაგვაცნობს.