საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნა

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის მისვლას კიდევ ერთხელ ითხოვს.

უმცირესობის სურვილია, გიორგი გახარიამ და შალვა თადუმაძემ „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და ასევე, ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე კითხვებს პასუხი გასცენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს.