სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენი შეცვლილია. სააპელაციო სასამართლომ ცვლილებები შეიტანა ხორავას ქუჩის საქმეზე წინა ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომელმაც ერთი წლის წინ მასობრივი პროტესტი და ვნებათაღელვა გამოიწვია.

გ.ჯ, რომელიც შარშან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს დამნაშავედ, ახლა სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაშია მსჯავრდებული. თუმცა ზედა ინსტანციამაც უპასუხოდ დატოვა კითხვა – ვინ არის ან ვინ არიან ის პირები, რომლებიც გ.ჯ-სთან ერთად დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობდნენ. ეს კითხვა აქვს სახალხო დამცველსაც, რომელიც სამართალდამცავ უწყებებს გამოძიების გაგრძელებისკენ და იმ გამომძიებლების გამოვლენა-დასჯისკენ მოუწოდებს, რომლებმაც ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დაგვიანებით ან საერთოდ არ ჩაატარეს.

დატოვე კომენტარი