მიხეილ კალანდიას პატიმრობა შეეფარდა

ხორავას ქუჩის საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს დღეს პატიმრობა შეუფარდეს. დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდია დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

ადვოკატი ბრალის დამადასტურებელი ახალი მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს პროკურორი, რომელიც ახსენებს მოწმეების ჩვენებებს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს და ამბობს, რომ მკვლელობის ადგილზე მყოფმა კალანდიამ დანაშაული ბასრი იარაღით ჩაიდინა.

ბრალდების მხარეს არ უარყვია, რომ საქმის მთავარი მოწმის დაკავება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამაც განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს შარშანდელ განაჩენში ცვლილებები შევიდა და ჩაიწერა, რომ სარალიძე ჯგუფურად გ.ჯ-მ და სხვა პირმა ან პირებმა მოკლეს.