შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

თითქმის რვა საათს გაგრძელდა გუშინ საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლა და დებატები. მწვავე დისკუსიის შემდეგ გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა და ხორავას ქუჩის საქმეზე დამატებითი განმარტებები გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საქმის გამოძიება მისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხია.

საბოლოო შედეგები კი მოკლული მოზარდების ოჯახის და ასევე საზოგადოებისთვის სანდო უნდა იყოს. მინისტრმა საგამოძიებო კომისიის მუშაობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ კომისიას არც ერთი ახალი ფაქტობრივი გარემოება არ გამოუვლენია და ის შედეგი დადო, რაც გამოძიებას უკვე ჰქონდა.