მიხეილ კალანდია სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პირველმა ინსტანციამ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილედ სცნო. მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის ვერსია, რომლის მიხედვით 2017 წლის პირველ დეკემბერს სარალიძეს გიორგი ჯანაშიასთან ერთად ბასრი საგნით ჭრილობები მიხეილ კალანდიამაც მიაყენა. სწორედ კალანდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა იყო ოპოზიციის ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მთავარი მოთხოვნა. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კომისიაში უმრავლესობას წარმოადგენდნენ, გახმაურებულ დანაშაულში კალანდიას ბრალეულობაზე პირველივე დღიდან საუბრობდნენ.

გადაწყვეტილებას დარბაზში და დარბაზს მიღმა ხმაური და მწვავე განცხადებები მოჰყვა.