ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს
საფრანგეთში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის “შარლი ებდოს” რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. დაკავებული მამაკაცების ასაკი 30-დან 36 წლამდეა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან თავდამსხმელებისთვის იარაღის მიწოდებაში. ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი. თავდამსხმელები ძმები აღმოჩნდნენ, ისინი სპეცოპერაციის დროს მოკლეს.