შემთხვევა ანჯაფარიძის ქუჩაზე

რა გახდა 22 წლის მამაკაცის მკვლელობის მიზეზი. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება უკვე დაიწყო. ექიმის ინფორმაციით, მას მრავლობით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მისი მისამართით 9-ჯერ ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი არაერთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობდა. მას მეგობრები და ახლობლები იხსენებენ როგორც პოზიტიურ და არაკონფლიქტურ ადამიანს.