თავდასხმა მოგადიშოში

სომალის დედაქალაქში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები სასტუმრო „ჰაიატს“ თავს დაესხნენ. დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია 9 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, ისლამისტებმა ჯერ სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ააფეთქეს ერთი ავტომობილი, მეორე ავტომობილი კი, ჭიშკართან, რის შემდეგაც მებრძოლებმა ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მებრძოლები სასტუმროს ზედა სართულზე ერთ-ერთ ნომერში არიან გამაგრებულები.