ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით ოთხი ადამიანი დააკავეს

17:15, 31.01.2018

საფრანგეთში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის “შარლი ებდოს” რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით, ოთხი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს. დაკავებული მამაკაცების ასაკი 30-დან 36 წლამდეა.

ისინი ეჭვმიტანილები არიან თავდამსხმელებისთვის იარაღის მიწოდებაში. ჟურნალის რედაქციაზე შეიარაღებული თავდასხმა 2015 წლის 7 იანვარს განხორციელდა. დაიღუპა 12 ადამიანი. თავდამსხმელები ძმები აღმოჩნდნენ, ისინი სპეცოპერაციის დროს მოკლეს.

 

 

მსგავსი