ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ

15:50, 06.06.2022

ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე ისინი ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან. შემთხვევა დაახლობით ორი საათის წინ რუსთაველზე მოხდა. მათ ორმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხათუნა სამნიძის განცხადებით, „ეს იყო პოლიტიკური ნიშნით თავდასხმა“.

საპატრულო პოლიციამ ორივე პირი ტერიტორიიდან გაიყვანა, მომხდარზე კი გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით.

მსგავსი