„დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ – თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმი მიმდინარეობს. განიხილავენ პრობლემას, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას უკავშირდება.
რა მავნე გავლენები შეიძლება ჰქონდეს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – როგორც ღონისძიებაზე აღნიშნა, ამ პრობლემის პრევენციისთვის, შესაბამისი კვლევების ჩატარება და საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებაა საჭირო. სასწავლო უნივერსიტეტმა „გეომედმა“ ამ მიმართულებით სადოქტორო პროგრამა შექმნა, რომელიც გერმანიის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდება.