ტიხრული მინანქრის გამოფენა

მოსწავლეების მიერ დამზადებულ ტიხრული მინანქრის ნამუშევრებს ერთ სივრცეში მოუყარეს თავი.

ეროვნულმა სასახლემ ტიხრული მინანქრის სიმპოზიუმს უმასპინძლა. „საქართველო და ევროპა“ – სწორედ ამ თემატიკას ეძღვნება ყველა ის ნაკეთობა, რომელიც ბავშვებმა სახელოსნოში საკმაოდ რთული ტექნოლოგიებით შექმნეს.

სიმპოზიუმის მთავარი მიზანი ტიხრულ მინანქარზე მუშაობის ტექნიკის შენარჩუნება და მომავალი თაობებისთვის გადაცემაა. ნაკეთობები, რომლებიც მოსწავლეების მიერ არის შექმნილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ამავე დაწესებულების საგამოფენო სივრცეში განთავსდება.