მეზღვაურობის სურვილი და პროფესიული განათლება

საბაკალავრო და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს აბიტურიენტებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი. ეს სასწავლებელი 2020 წელს ქალაქ ფოთში ხელახლა გაიხსნა. თანამედროვე ინფრასტრუქტურასთან ერთად ის აღჭურვილია ასევე თანამედროვე სიმულატორებითა და ლაბორატორიებით, რაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიის ათვისების საშუალებას იძლევა. სასწავლებლის ადმინისტრაცია აქტიურად აწყობს პრეზენტაციებს.

რას სთავაზობს მეზღვაურობის მსურველებს საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი, ნახეთ თეა აბსარიძის და გოგა გახარიას სიუჟეტში.