სტარტაპების ხელშემწყობი პროგრამები

ინოვაციური იდეები, რომლებიც წარმატებულ ბიზნეს-პროექტებად იქცა.

საქართველოში დაფუძნებული სტარტაპ-კომპანიების რიცხვი სულ უფრო იზრდება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსებული სტარტაპერების საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გასცდა და საერთაშორისო ბაზრებზეც აღიარება მოიპოვა, რაც თავის მხრივ დასაქმების ზრდას უწყობს ხელს. სფეროში დაანონსებული საგადასახადო შეღავათების ფონზე მოლოდინია, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება. ერთ-ერთი ბოლო იდეა, რომელიც ტექნოლოგიების სააგენტომ დააფინანსა, გულის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი ელექტრო მოწყობილობაა. ცხოველებზე პირველი ექსპერიმენტული ცდა წარმატებით დასრულდა.