პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება

12:17, 22.04.2024

დღეიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება. მსურველებს პროგრამების ჩამონათვალსა და რეგისტრაციაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საიტზე – vet.emis.ge.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. აღინიშნა, რომ მოთხოვნა მზარდია. მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მსურველები სამოტივაციო გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.

მსგავსი