პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო.

სასურველი პროფესიის შესასწავლად მოქალაქეებმა განაცხადი 17 მაისამდე უნდა შეავსონ. პროფესიულ კოლეჯებში რეგისტრაციისთვის საჭიროა, სრული ზოგადი ან ცხრა კლასის განათლება. ის, ვინც ინტეგრირებულ პროგრამებს აარჩევს, კურსის დამთავრების შემდეგ მიიღებს დიპლომს, რომლითაც სწავლის უნივერსიტეტში გაგრძელებასაც შეძლებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ პროფესიულ პროგრამებზე მიმართვიანობა წლიდან წლამდე იზრდება. მიზეზი კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელია.

მარიამ აფციაური გაგვაცნობს, რა უპირატესობები აქვს პროფესიულ განათლებას და როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია.