სადღესასწაულო ღონისძიებები რეგიონებში

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებებს დღეს ხარაგაული მასპინძლობს. მთავარი საახალწლო ღონისძიება ხარაგაულში 14:00 საათზე დაიწყება. გაიმართება როგორც ადგილობრივების, ისე „თეატრალური კვარტეტის“ კონცერტი. ასევე, დღეს გაიმართება ხარაგაულის საპატიო მოქალაქეების საზეიმო დაჯილდოება.

ადგილობრივებს ელოდებათ საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის გაიმართება ფოტოსესია თოვლის ბაბუასთან. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.