ახალი წლის დღეები ლენტეხში

საახალწლო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ლენტეხში მიმდინარეობს ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, გახსნილია საშობაო ბაზრობა, პატარებს ხვდებიან ზღაპრის გმირები. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდებათ. ღონისძიება საღამოს გალაკონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას „ალილო“, დუეტი „ლეონი“, და ჯგუფი „რეგიონი“ მიიღებენ.