საახალწლო ღონისძიებები გარდაბანში

გარდაბანში, ახალი წლის დღეების ფარგლებში, სადღესასწაულო ღონისძიება შუადღის 14:00 საათიდან დაიწყო. ქალაქის მთავარ მოედანზე სანტას, ელფებისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა მოეწყო.

გაიმართა საშობაო ბაზრობა. ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. მოეწყო საბავშვო სივრცეები, სადაც პატარებს საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩებისა და მისალოცი ბარათების დამზადება თავად შეეძლოთ. დღევანდელ ღონისძიებას ქართველი შემსრულებლების გალაკონცერტი დაასრულებს.