საახალწლო ღონისძიებები თბილისში

თბილისის „საახალწლო სოფელში“ სტუმრებს დილიდანვე სხვადასხვა გასართობი და კულტურული აქტივობებით ხვდებიან. მთელი დღის განმავლობაში ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში თეატრალური წარმოდგენები, სხვადასხვა ჯგუფისა და ანსამბლის კონცერტები იმართება. პატარები სტუმრობენ თოვლის ბაბუას. ასევე ფუნქციონირებს ყინულის მოედანი. ქართველი მეწარმეები, სტუმრებს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ. საღამოს, ათონელის ქუჩაზე დამონტაჟებულ მთავარ სცენას ქართველი შემსრულებლები დაიკავებენ. პარალელურად კი, მსმენელის წინაშე ქართული როკბენდი „ცირკუს მირკუსი“ წარდგება. საღამო ელექტრონული მუსიკით დასრულდება.