ახალი წლის დღეები გურიაში

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებებს დღეს ჩოხატაური და ლანჩხუთი უმასპინძლებს. ჩოხატაურში ღონისძიება 14:00 საათზე, ლანჩხუთში კი 18:00 საათზე დაიწყება. ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის წინ, სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო სივრცეები, გაიმართება ორკესტრისა და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობები, პატარები შეხვდებიან თოვლის ბაბუას.

„ახალი წლის დღეები“, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უკვე ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდა.