ახალი წლის დღეები ჩოხატაურში

ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები ეწყობა. ასევე სანტას, ელფებისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილზე დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და ცხელი სასმელი. მოწყობილია საბავშვო სივრცე, სხვადასხვა სახელოსნო. როგორიცაა საახალწლო ნაძვის ხეების, გირჩების, მისალოცი ბარათების სახელოსნო, ორცხობილების მოხატვის სახელოსნო. დღის ბოლოს ჩოხატაურის ცენტრში მოეწყობა კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.