ახალი წლის დღეები ლენტეხში

ლენტეხმა საახალწლო პროგრამას უმასპინძლა. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეებისა და კვების სივრცეები. გაიმართა კოსტიუმირებული შოუ და ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ღონისძიების ფარგლებში სვანურ ფოლკლორში შეტანილი წვლილისთვის მერიამ ადგილობრივები დააჯილდოვა. ჯილდო გადაეცათ 2023 წლის გრანტისა და ოქროს მედლის მფლობელ წარჩინებულ მოსწავლეებსაც. საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.