ახალი წლის დღეები ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწყობა საშობაო ბაზრობები, გასართობი სივრცეები, საახალწლო დეკორაციებით ირთვება ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორია. ღონისძიება ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი. პატარები შეხვდებიან თოვლის ბაბუას და მულტფილმის გმირებს.

გაიმართება სახელოვნებო სკოლის მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულების კონცერტი. საღამო კი გალაკონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ზუკა ხუციშვილი და ბენდი, ნატო გელაშვილი, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები, მირზა მოდებაძე, ირინა ბაირამაშვილი და თიკა ჯამბურია მიიღებენ.