საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის დაკითხვა 16 მაისისთვის გადაიდო. ოთარ ქველიძე თემურ ჯანაშიას დანიშვნამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, თემურ ჯანაშიას ადვოკატმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოთხოვილი წერილი წარადგინა, რომელიც ბექა ბასილაიას მტკიცებით, ადასტურებს, რომ 2013 წლიდან, როგორც მანამდე, პრეზიდენტისთვის გარკვეული თანხები იხარჯებოდა და ის როგორც ადრე, ახალი ხელისუფლების დროსაც გრიფით საიდუმლოა. ამ წერილის მტკიცებულებად დაშვებაზე პროკურატურამ უარი თქვა და სასამართლომაც დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო.