მიხეილ სააკაშვილის სასამართლო

საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე – მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთი სასამართლო. დღევანდელ პროცესზე ადვოკატების მოთხოვნას მოსამართლე დათანხმდა. ის სამედიცინო ექსპერტებს მოუსმენს, რათა გადაწყვიტოს, დანიშნოს თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა მიხეილ სააკაშვილისთვის. პროცესს ყოფილი პრეზიდენტი არ ესწრებოდა. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თემურ ჯანაშია, რომელიც სააკაშვილთან ერთადაა საქმეზე ბრალდებული.