მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი

მიხეილ სააკაშვილის ბრალდების კიდევ ერთი ეპიზოდი. დღეს სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე იმსჯელეს. პროცესზე გადაწყდა, რომ მოსამართლე სამედიცინო ექსპერტებს მოუსმენს, რათა გადაწყვიტოს დანიშნოს თუ არა სამედიცინო ექსპერტიზა. ეს მოთხოვნა ადვოკატებმა დააყენეს. მათ ასევე მოითხოვეს, რომ მოსამართლეს „ემპათიის“ წარმომადგენლებისთვის ციხეში შესვლის უფლება მიეცა. მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე არყოფნის გამო, სხდომა გადადო, რადგანაც მის გარეშე ადვოკატებს მტკიცებულებების გამოკვლევა არ სურდათ. საკითხს კამათი მოჰყვა. კიდევ ერთმა ბრალდებულმა, თემურ ჯანაშიამ კი განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება.

დატოვე კომენტარი