საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა დაცვის მხარის მოწმე გიორგი კერვალიშვილი. ადვოკატის განცხადებით, მოწმე დაადასტურებს, რომ თემურ ჯანაშიას წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფო ბრალდება საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.