საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმე

ადვოკატი ბექა ბასილაია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ ჯანაშია, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე  გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ.

ბექა ბასილაიას თქმით, ამ საქმეზე გრიფით საიდუმლოს ვადა უკვე ამოწურულია და მეორედ გახანგრძლივებაზე მსჯელობენ. მისი მტკიცებით, არ შეიძლება პრეზიდენტის ხარჯები იყოს გაფლანგვა, როგორც ამას პროკურატურა ედავება ბრალდებულ თემურ ჯანაშიას.

თავად თემურ ჯანაშია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნით გამოჩნდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა. პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროს თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.